გურჯაანის რაიონში ავტოავარიას 29 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ყიტაანში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოლფის მარკის ავტომობილი ხეეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარ ფაქტზე მოკვლევას შს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
კომენტარები
