ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე პლატოს შტატში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 51 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. მედია წერს, რომ ადგილობრივებმა შტატის სოფლებში მასობრივი სამარხები იპოვეს.
გამოცემის ცნობით, რეგიონში ძალადობა ფერმერებსა და მესაქონლეებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე ხდება. ძალადობას ძირითადად ეთნო-რელიგიური კონტექსტი აქვს.
საცხოვრებელი ადგილის დატოვება 2 000-მდე ადამიანს მოუწია. ბოლო წლებში თემთაშორისმა კონფლიქტებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კომენტარები