უსინდისო მდგომარეობამდე დადიან ის აქტორები, რომლებიც თვალებზე ხელებს იფარებენ და არ უნდათ დაინახონ რეალობა, რომელიც თბილისში გაჩაღებულმა ომის იმიტაციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხის შეფასებისას.
„უსინდისო მდგომარეობამდე დადიან ის აქტორები, რომლებიც თვალებზე ხელებს იფარებენ და არ უნდათ დაინახონ რეალობა, რომელიც თბილისში გაჩაღებულმა ომის იმიტაციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ეს ყველაფერი არის რეალობა, ხელის გულზე დევს და დღესაც, რომ სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის აბსოლუტურად ტყუილებს ამბობენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ძალადობა რომ მიუღებელია – ეს ზოგადი თეზისი იკითხება ევროკავშირის საელჩოს პასუხში კითხვაზე, რომელიც აქციის მონაწილის მიერ ნასროლი საგნით მხედველობადაკარგულ პოლიციელს ეხებოდა. „ქრონიკა“ დაინტერესდა, როგორ აიხსნება საელჩოების და მესამე სექტორის მიერ მშვიდობიანად წოდებულ აქციებზე 171 სამართალდამცველის დაშავება.