ყველა დაფინანსება საბოლოო ჯამში მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრის და ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ. ჩვენ გვინდა ის, რაც გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ რომ გამოსწორდეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
ჟურნალისტმა ჰკითხა, იცის თუ არა „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ მზადა ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან და ეს ვაქციოთ ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად და არა იმ ფარისევლობად, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენ გვაჩვენებდა. წინა ადმინისტრაცია ერთის მხრივ სარგებლობდა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად გვერდში ედგა ამერიკის ხალხს და ხელისუფლებას და მეორე ხელით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში. ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. ყველა დაფინანსება საბოლოო ჯამში მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრის და ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ. ჩვენ გვინდა ის, რაც გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ რომ გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონია კომუნიკაცია და იცის რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ურთიერთობები დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.