„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა.
„კრება დარჩა მხიარული“:
24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას;
ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან;
ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება;
რუსეთი ჯერ ყირიმის აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას – ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა…
ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი?
სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა!
P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი!
ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
“კრება დარჩა მხიარული.”
• 24 საათში, შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას;
• ამავდროულად,…
Posted by Zurab Kadagidze on Wednesday, April 30, 2025