აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, თავისი მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, ირანის უკანონო ნავთობისა და ნავთობქიმიური ექსპორტი – მათ შორის ჩინეთში ექსპორტი – ნულამდე შეამციროს“, – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.
სანქციები მიმართულია შვიდი სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან ირანული ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ვაჭრობაში, და ასევე განსაზღვრავს ორ გემს, რომლებიც სანქცირებული საზღვაო მართვის კომპანიის ნაწილია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის ნედლი ნავთობის მიწოდების ჯაჭვში.
კომენტარები