კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ში მომავალ კვირაში ან უფრო ადრე ჩამოვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი ურთიერთობა ექნება.
„კარნიმ გუშინ დამირეკა და მითხრა: „შევთანხმდეთ“. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია და მალე, მომავალი კვირის განმავლობაში ან უფრო ადრეც, თეთრ სახლში გვეწვევა“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა „ამერიკის 51-ე შტატი“ გახდება. კანადის პრემიერ-მინისტრმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასეთი სცენარი „არასდროს მოხდება“.
კარნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს მკაცრ მიდგომას გამოიყენებს.
კომენტარები