საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო – ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.
კოალიციის ახალი წევრების მობილიზება ამჯერად თელავში მოაწყვეს. მანამდე კი, „ლელოში“ პარტიული დამკვირვებლები საარჩევნოდ ტრენინგებზე გადასამზადებლად დაიბარეს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია რეალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა, საკუთარი ამომრჩევლის დასაბნევად, მას სხვადასხვა მიზეზებით ფუთავენ.
კომენტარები