ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა – პაკისტანის ხელისუფლებამ ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ოპერაცია პაკისტანელმა სამხედროებმა მათ ავიაბაზებზე სარაკეტო დარტყმიდან ერთ საათში დაიწყო.
სამხედროების ეს განცხადებით, ეს არის ოპერაცია „ინდოეთის აგრესიის“ საპასუხოდ.
ინდოეთის არმიამ კი განაცხადა, რომ გაანადგურა დრონები და სხვა საბრძოლო მასალები, რომლებიც პაკისტანმა ქვეყნის დასავლეთ საზღვრის მიმართულებით გაუშვა.
კონფლიქტის დაწყებიდან უკვე დაახლოებით, 50 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები