ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ინდოეთსა და პაკისტანს შორის მზარდი დაძაბულობით და პირობას დებს, რომ კონსტრუქციულ როლს შეასრულებს დაძაბულობის განმუხტვაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩინეთი ყურადღებით აკვირდება ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას და ღრმად არის შეშფოთებული ესკალაციით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პრიორიტეტად მიიჩნიონ მშვიდობისა და სტაბილურობის ფართო ინტერესები, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება და დაუბრუნდნენ პოლიტიკური გადაწყვეტის გზას მშვიდობიანი საშუალებებით“, – აღნიშნეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.
კომენტარები