პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისხაკ დარიმ განაცხადა, რომ თუ ინდოეთი შეწყვეტს ესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებს, ისლამაბადიც იგივეს გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თუკი გონიერების ნატამალი მაინც არსებობს, ინდოეთი შეჩერდება და თუ ისინი შეჩერდებიან, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ. ჩვენ ნამდვილად გვინდა მშვიდობა რომელიმე ერთი ქვეყნის ჰეგემონიის გარეშე“, – აღნიშნა პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები