პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, ხვალ, თბილისში, დილის 09:00 საათიდან ნოე რამიშვილის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“ ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
შინაგან საქმეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10:00 საათიდან კი – ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.
ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
კომენტარები