აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჰააგაში დაგეგმილ ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი ავრცელებს.
როგორც სხოფმა აღნიშნა, ის ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. თეთრის სახლის ლიდერმა პირობა მისცა, რომ ნატოს სამიტს ეწვევა.
„მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – თქვა ნიდერლანდების პრემიერმა.
თეთრ სახლს ნატოს სამიტში ტრამპის მონაწილეობის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, ნატოს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, სამიტის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი იქნება.
კომენტარები