აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მეთაურს შეცვლის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. ოფიციალურ განცხადებას ის სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააკეთებს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდოდ, ნატოს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსუს გრინკევიჩი იქნება.
მანამდე, მედია ვარაუდობდა, რომ ამერიკა აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატის დანიშვნაზე ოფიციალურად იტყოდა უარს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტრამპს ნატოში საკვანძო თანამდებობის დათმობა არ სურს.
კომენტარები