უკრაინის თავდაცვის ძალებში იუწყებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, 40-ზე მეტი ბომბდამშენი გაანადგურეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს ოპერაცია „ობობის ქსელის“ შედეგებია, რომელსაც უშუალოდ თავდაცვის ძალების მეთაური ვასილი მალიუკი ხელმძღვანელობდა. წყაროების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის ძალების ზარალმა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. თვითმხილველების ცნობით, დრონები სამხედრო ობიექტებზე გზატკეცილზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილებიდან აფრინდნენ.
თავის მხრივ, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას თავდასხმებზე მურმანსკსა და ირკუტსკში, მაგრამ აღნიშნავს, რომ თავდაცვითი სისტემები მუშაობენ.
ამასთან, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ინფრასტრუქტურა დაბომბა, დრონების სამიზნეში ასევე მოექცა დასახლებული რაიონი. დაზიანებულია სამი მრავალსართულიანი და 29 კერძო სახლი. ვრცელდება ცნობები სამი დაშავებულის შესახებ