სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეორე რაუნდს მართავენ. უკრაინულ დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რუსულს კი ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობენ. მხარეები ერთმანეთს სირაგანის სასახლეში ხვდებიან.
გავრცელებული ცნობით, დისკუსიას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება. უკრაინამ სამშვიდობო მემორანდუმი, რომელიც კიევის პირობებს შეიცავს, რუსულ მხარეს წინასწარ გადასცა. მემორანდუმის საკუთარ ვერსიას კი რუსული დელეგაცია მოლაპარაკების პროცესში წარადგენს.
კომენტარები