შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ღონისძიებას გახსნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სამართალდამცველებს პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მიულოცავენ.
კომენტარები