უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ტყვეთა ახალი გაცვლის თაობაზე შეთანხმება შედგა.
„ჩვენ [ტყვეთა] გაცვლების თაობაზე შევთანხმდით. დეტალების შესახებ მალე გაცნობებთ“, – განუცხადა რუსტემ უმეროვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა მძიმედ დაავადებულთა გაცვლის აუცილებლობაზე და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლაზე.
როგორც უმეროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინა ყველა ტყვის გათავისუფლებასა და გატაცებული ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს.
კომენტარები