პოლონეთის არჩეული პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე ალიანსი და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული პარტნიორობა მისთვის მთავარი პრიორიტეტია.
ნავროცკი, ასეთი სიტყვებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოსტს გამოეხმაურა, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში წერია, რომ პოლონეთში ტრამპის მოკავშირემ გაიმარჯვა, რამაც მთელი ევროპა გააოცა.
კომენტარები