სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად, imedinews-მა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა.
დიპლომატიურ უწყებაში განგვიცხადეს, რომ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა.
კომენტარები