რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება.
„კიევის დღევანდელ რეჟიმს მშვიდობა საერთოდ არ სჭირდება. მათთვის მშვიდობა, დიდი ალბათობით, ნიშნავს ხელისუფლების დაკარგვას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ბრიანსკში, ბრიანსკის ოლქში მომხდარი, სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. ყველა საერთაშორისო ნორმის თანახმად, ასეთ ქმედებებს ტერორიზმი ეწოდება“, – განაცხადა მან.
კომენტარები