რომის პაპმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ვატიკანის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებულად უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევის აუცილებლობა.
„რომის პაპმა მოუწოდა რუსეთს, გააკეთოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას. მან ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას, რათა მხარეებს შორის პოზიტიური კონტაქტები დამყარდეს და კონფლიქტის გადაწყვეტის გზები მოიძებნოს“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
კომენტარები