ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო, რომ ან ამერიკის პრეზიდენტი წასულიყო თანამდებობიდან, ან ამერიკის ელჩი საქართველოდან, – განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
„სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო გამომდინარე მათი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებიდან. ან შემთხვევაში ლოგიკურად დასრულდა ისე, რომ ამერიკას ეყოლება საქართველოში ახალი ელჩი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
კომენტარები