კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
“🇬🇪🇦🇲 სამუშაო ვიზიტით სომხეთში ვიმყოფები.
დელეგაციასთან ერთად ვესტუმრე სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმს, დავათვალიერე მისი ნივთები და ნამუშევრები. ასევე, ვესტუმრეთ მეგერიანის ხალიჩების ფაბრიკას და გავეცანით ტრადიციული ქსოვის ტექნიკას.
დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე ვიზიტი მესროპ მაშტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა კვლევით ცენტრ მატენადარანში.
5-7 ივნისს ერევანში იმართება ქართული კულტურის დღეები და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება. მოხარული ვარ, რომ საქართველო წარმოდგენილია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით.”
კომენტარები