მე მკვლელობების შეჩერების მომხრე ვარ, უკრაინაში ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის გვერდითაა.
„დიახ, მე უკრაინის გვერდით ვარ. ჩვენ ახლახან გავაფორმეთ დიდი შეთანხმება. იცით, მე მომხრე ვარ მკვლელობების შეჩერების. სწორედ ამის მომხრე ვარ. ომი არასდროს დაიწყებოდა, ეს არასდროს უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, გაცილებით მეტი, ვიდრე ევროპამ, მაგრამ საქმე ფულში არ არის, საქმე დაღუპულ ადამიანებშია. თქვენ მთელი კულტურა დაკარგეთ. უკრაინას აქვს ყველაზე ლამაზი კოშკები, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კოშკები, ისინი ართმევენ ქვეყანას კულტურას, ეს საშინელებაა, მაგრამ ყველაზე საშინელება მაინც სიკვდილია, კვირაში 5000 ჯარისკაცი. არ მინდა, რომ ეს ხდებოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.