გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავარი პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ომი უკრაინაში რუსეთზე ზეწოლის გზით.
„ჩვენ ორივე ვთანხმდებით ამ ომზე და იმაზე, თუ რამდენად საშინლად მიმდინარეობს ის, და ორივე ვეძებთ გზებს, რომ ძალიან მალე შევაჩეროთ. მე კი პრეზიდენტს ვუთხარი… ის არის მთავარი პიროვნება მსოფლიოში, ვისაც ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება ახლა, რუსეთზე ზეწოლის გზით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.
„უკრაინა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უმიზნებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას, არც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ამაშია განსხვავება და ამიტომაც ვცდილობთ, მეტი გავაკეთოთ რუსეთის მიმართ“, – დასძინა მან.
კომენტარები