საინტერესო არის, რომ საქართველოში პროდასავლური ნარატივი მიმდინარეობს, რადგან საქართველოს უნდა გაწევრიანება ევროკავშირში. თუმცა, ეს არ არის, რასაც ევროკავშირი და ნატო ითხოვს საქართველოსგან. ისინი ითხოვენ ფრონტის ხაზზე გასვლას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენიმ.
დისენის თქმით, საქართველოს მთავრობას, რომელიც ემსახურება ქართულ ინტერესს, აბრალებენ, რომ რუსეთია მარიონეტია, სინამდვილეში კი ცდილობენ, რომ მათი მარიონეტი გახდეს.
„მათ უნდათ საქართველო შეუერთდეს უკრაინას ბრძოლაში. მათ უნდათ, რომ საქართველოს მთავრობა იყოს მათი მარიონეტი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს აბრალებენ, რომ არიან რუსეთის მარიონეტი. თუმცა, სინამდვილეში ესენი არიან ნამდვილი ქართველები, რომლებიც ემსახურებიან ქართულ ინტერესს.
ძალიან რთულია ამ ინსტრუმენტების გაკონტროლება. პრეზიდენტი რეიგანი და CIA-ის დირექტორი ვინც იყო ამერიკაში იმ დროისთვის, აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის საშუალებითაც აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეს იყო მათი კონტროლის მექანიზმი. მთავარი მათი მიზანი იყო მანიპულაციის ხერხები სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ საქართველოს მოსახლეობისთვის, ამომრჩევლისთვის გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოგზავნილები არიან საქართველოში, რომ განამტკიცონ ის აზრი, რომ მთავრობა, რომელიც თქვენ აირჩიეთ არ მოქმედებს თქვენს სასიკეთოდ. ზუსტად ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ესაა ის საშუალება, რომელსაც დღემდე იყენებენ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საქართველო პროდასავლური იქნება თუ პრორუსული. ეს არის საქართველოს, როგორც პაიკად გამოყენების მთავარი ხერხი“, – განაცხადა გლენ დისენიმ.