გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თავისი პირველი ვიზიტი აშშ-ში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„დღეს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ძალიან კარგ პირად და პოლიტიკურად პროდუქტიულ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა მეცმა.
მისი თქმით, ის სახლში ბრუნდება იმ შეგრძნებით, რომ „ჩვენ გვაქვს საღი საფუძველი ამერიკის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებებისთვის“.
გარდა ამისა, მერცის აზრით, ტრამპი სერიოზულად არის დაინტერესებული აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტარიფების შესახებ შეთანხმების მიღწევაში.
„მე ამ დასკვნამდე ჩვენი ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ მივედი.ის ნამდვილად მზა არის მიაღწიოს შეთანხმებას ვაჭრობის შესახებ“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.
კომენტარები