რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინულ ქალაქებზე ლუცკზე, ტერნოპოლსა და ხმელნიცკიზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ტერნოპოლის მერის, სერგეი ნადალის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები დაზიანდა. ტერნოპოლის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პრობლემები შეექმნა ქალაქის წყალმომარაგებას.
ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარია. ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს ფანჯრები არ გააღოს და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს.
ქალაქ ლუცკში ერთ-ერთ რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ძალამ გარშემო განლაგებული შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია. ლუცკში აგრეთვე დაზიანებულია კომერციული ობიექტები, ავტომობილები.
ხმელნიცკიში დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამეურნეო ნაგებობები, ავტომობილები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.