ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ რაიონებზე იერიში მიიტანა.
როგორც „როიტერი“ წერს, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციის გაფრთხილება გასცეს, სულ მცირე, ათი სარაკეტო იერიში განახორციელეს.
ათასობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლა“ იმ ტერიტორიაზე ირანელი ტერორისტების დაფინანსებით ათასობით დრონს აწარმოებდა.
ლიბანში განაცხადეს, რომ დარტყმები საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევაა.
ლიბანში, ჯამში, 2023 წლის შემდეგ დაახლოებით 4 000 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
კომენტარები