პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირებას.
სიკორსკიმ შეახსენა მასკს, რომ პოლიტიკა ადვილი საქმე არ არის.
„ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა“, – წერს სიკორსკი და აზიარებს მასკის 9 მარტის პოსტს, სადაც ამერიკელმა მილიარდერმა სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით. ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას დატოვა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს კი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, „როგორი უმადურობაა“.