რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, სამი წელია, რაც სტუდენტურ პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ ახორციელებს. პროგრამის მეცხრე ეტაპში ჩართულ სტუდენტებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.
პროგრამა ,,მართე შენი ქალაქის” მთავარი მიზანი, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა, მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა. ქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურში დღეისათვის პროექტ ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 30 ახალგაზრდაა დასაქმებული.
,,მართე შენი ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ მათი დასაქმების მიმართულებითაც. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს რა თქმა უნდა, მუნიციპალური სამსახურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით, ამასთანავე მათ შესაძლებლობა აქვთ მუშაობა დაიწყონ მერიის იმ სამსახურში, რომელსაც მათი პროფესია შეესაბამება. დღეს პროექტის მეცხრე ეტაპი დავიწყეთ და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკა, მოიცავს სრულ ციკლს განათლების ხელშეწყობიდან, კარიერული ზრდამდე.
2022 წლიდან დღემდე, მერიის სწავლის დაფინანსების პროგრამით, 10 000-მა რუსთაველმა სტუდენტმა ისარგებლა, 1500 წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა სპორტსმენი ყოველთვიურად სარგებლობს მერიის სტიპენდიის პროგრამით და სახელოვნებო განათლება 1400 რუსთაველ ბავშვს უფინანსდება.