ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთი და უკრაინა ორ მოჩხუბარ ბავშვს შეადარა. ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შტატების პრეზიდენტი და ყველა, ვინც უკრაინისგან შორს იმყოფება უკრაინის ტკივილს ვერ გრძნობს.
„მე და პუტინი სათამაშო მოედანზე ორი ბავშვი არ ვართ. პუტინი მკვლელია, რომელიც ამ პარკში ბავშვების დასახოცავ მოვიდა. საქმე პრეზიდენტ ტრამპში კი არა, ნებისმიერ იმ ადამიანშია, რომელიც აქ არ იმყოფება. მათ არ შეუძლიათ ამ ტკივილის სრულად შეგრძნება და გაგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები