კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მოხდა. 39 წლის მიგელ ურიბე ტურბაის დედაქალაქ ბოგოტაში საარჩევნო ღონისძიების დროს სამჯერ ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავა, ის 15 წლისაა.
მიგელ ურიბეს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც პარკში მოქალაქეების მცირე ჯგუფს სიტყვით მიმართავდა. დაჭრილი პოლიტიკოსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ურიბე ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის „დემოკრატიული ცენტრის“ წარმომადგენელია. 2022 წლიდან ის სენატის წევრია. მისმა პარტიამ თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს უქმნის კოლუმბიაში დემოკრატიასა და თავისუფლებას.
ოპოზიციონერზე თავდასხმა დაგმო პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, რომელმაც მომხდარს მთელი დემოკრატიის წინააღმდეგ ძალადობის აქტი უწოდა.
კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
მიგელ ურიბეს დედა, ჟურნალისტი დაიანა ტურბაი, 1991 პაბლო ესკობარის ნარკოკარტელის წევებმა გაიტაცეს, ის გათავისუფლების მცდელობის დროს მოკლეს.