კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაცია სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ოფიციალურ გვერდებზე საკუთარი ლოგო ტიპი ლგბტ დროშის ფონზე გამოსახა. ასეთი ფორმით შეუერთდა უკრაინის დედაქალაქი ეგრეთ წოდებულ პრაიდის თვეს.
სოციალური ქსელების მომხმარებლები იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ კიევის ლოგო ტიპზე მიქაელ მთავარანგელოზია გამოსახული. დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოქალაქეებმა მკრეხელობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც კიევის ადმინისტრაციამ ლოგო ტიპს ლგბტ დროშის ფონი ჩამოაშორა და მიქაელ მთავარანგელოზი ცისარტყელას ფერებიან რგოლში ჩასვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში მთავარ ფოტოდ ძველი ლოგო ტიპი დააბრუნეს.
კომენტარები