რუსეთის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ტულის ოლქში მდებარე ქალაქ ნოვომოსკოვსკში ქიმიური საწარმო იწვის. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოზე დრონით განხორციელდა თავდასხმა.
მანამდე მოსკოვის სიახლოვეს მდებარე პუშკინოს რაიონში ხანძარი საწვავისა და ზეთების საწყობს გაუჩნდა და 5 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
კომენტარები