ტრამპმა ლოს-ანჯელესში არეულობის შემდეგ საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო გასწია, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აღარ დაიშვება.
ტრამპმა Truth Social-ზე თავის პოსტში ასევე გააკრიტიკა ქალაქის დემოკრატი გუბერნატორი და მერი და ისინი „არაკომპეტენტურად“ მოიხსენია.
კომენტარები