მოსკოვი კიევისგან ცხედრების გაცვლაზე პასუხს ამ დრომდე ელის. რუსული მხარე აცხადებს, რომ სტამბოლის შეთანხმების საფუძველზე, რაიონში, სადაც გაცვლა უნდა შედგეს, უკრაინელი სამხედროების ცხედრების ნაწილი სპეციალური მატარებლით უკვე გადაიტანეს, თუმცა ცხედრების გაცვლა უკრაინული მხარის მიზეზით ფერხდება. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი აცხადებს, უკრაინული მხარე გაურკვეველი მიზეზით კონტაქტზე არ გამოდის.
თავის მხრივ, უკრაინის ტყვეების საკითხებში საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ რუსული მხარის განცხადებები რეალობასა და წინასწარ შეთანხმებებს არ შეესაბამება. უწყების განმარტებით, დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების რეპატრიაციის ზუსტი თარიღი შეთანხმებული არ იყო.
კომენტარები