აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ საკუთარ საჯარისო შენაერთებს ის შეიარაღება გადასცა, რომელსაც უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებისთვის იყენებდა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუს დროს.
ზელენსკის თქმით, საუბარია ისეთ მოწყობილობებზე, რომელიც „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტებს უყენდება, რათა მათ „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოგდება შეძლონ.
„ჩვენ “შაჰედებთან“ დაკავშირებით დიდი პრობლემები გვაქვს. მათ ვებრძვით და, რა თქმა უნდა, ვიპოვით ინსტრუმენტებს, რათა ისინი გავანადგუროთ. ჩვენ ასეთი რამ ვიპოვეთ კიდეც. მგონი, წინა ადმინისტრაციის დროს იყო, საუბარია აშშ-ის თავდაცვის მდივან ოსტინზე. ჩვენ ერთი პროექტი დავსახეთ, იმედებს ვამყარებდით“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მაგრამ, როგორც ზელენსკიმ დასძინა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინას ძალიან სჭირდებოდა აღნიშნული შეიარაღება, აშშ-მა ის ახლო აღმოსავლეთში გადაისროლა.