სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს დაბლოკავს, თუ ისინი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანს მიაყენებს, – განაცხადა ქვეყნის პრეიმერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ.
როგორც ფიცომ აღნიშნა, ის ვერ დაუჭერს მხარს ზომებს, რომლებიც სლოვაკეთის ატომური სადგურებისთვის რუსული საწვავის იმპორტს დაბლოკავს.
რამდენიმე დღით ადრე სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ახალ სანქციებს.
„დაინტერესებული ვართ იმით, რომ ევროკავშირში კონსტრუქციული მოთამაშე ვიყოთ, მაგრამ არა სლოვაკეთის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე“, – აღნიშნა ფიცომ.
კომენტარები