ამერიკელმა სამართალდამცველებმა ლოს-ანჯელესში ანტისამთავრობო მიტინგის დაშლისას ავსტრალიელ ჟურნალისტს რეზინის ტყვია ესროლეს. ვიდეოს ცნობილი ამერიკელი ბლოგერი და ჟურნალისტი მარიო ნაუფალი ავრცელებს.
ავსტრალიელ ჟურნალისტს, ლორენ ტომასის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ქუჩიდან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა. ის ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს, როცა მოშორებით მდგომმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მას ესროლა.
კადრში ისმის ოპერატორის ხმა, რომელიც ეკითხება ჟურნალისტს, როგორ გრძნობს ის თავს. ტომასი პასუხობს, რომ კარგად არის.
კომენტარები