კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში არეულობის ჩასახშობად გააგზავნა.
ნიუსომის თქმით, ლოს-ანჯელესში მივლენილი ჯარისკაცები საკვების, წყლისა და საწვავის გარეშე არიან დარჩენილი.
„თქვენ საკუთარი ჯარისკაცები აქ საწვავის, საჭმლის, წყლისა და დასაძინებელი ადგილის გარეშე გამოუშვით. აგერ, ისინი – იძულებულნი არიან იატაკზე, ერთმანეთზე დაიძინონ. თუ ვინმე პატივს არ სცემს ჩვენს ჯარს, ეს თქვენ ხართ, დონალდ ტრამპ“, – დაწერა ნიუსომმა.
კომენტარები