უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უაზრო ბრძანებებს გასცემს, რომლებმაც არმია გაანადგურა. სტატიას ამ შინაარსით გერმანული გამოცემა SZ ავრცელებს.
ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის თქმით, უკრაინის არმია კოლაფსის პირასაა და ხშირად იძულებულია შეასრულოს გენერალური შტაბის პოპულისტური ბრძანებები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ფრონტზე არსებულ რეალობასთან.
დანაკარგები უზარმაზარია, ხელისუფლება ცდილობს ამის დამალვას. უკრაინის არმიამ ჩვენს თვალწინ „წონაში დაიკლო“. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, წერს გამოცემა.
როგორც SZ იუწყება, უკრაინელი ოფიცრის არცერთ პოსტს არ გამოუწვევია ისეთი რეაქცია, როგორიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის, ალექსანდრე შირშინის Facebook პოსტმა გამოიწვია. 47-ე ბრიგადა იმ დანაყოფებს შორისაა, რომლებიც 2022-2023 წლებში დასავლელი ჯარების დახმარებით რეფორმირებულნი და ფრონტის ზოგიერთ ცხელ წერტილში გაგზავნილნი არიან.
16 მაისს, ბატალიონის მეთაურმა შირშინმა, კოდური სახელით „გენიოსი“, თავის Facebook გვერდზე მკვეთრად კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. „არასდროს მიმიღია ისეთი იდიოტური ბრძანება, როგორც დღევანდელია… სიცოცხლის უაზროდ დაკარგვა და სულელი გენერლების წინაშე კანკალი მხოლოდ წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. მათ მხოლოდ გაკიცხვა, გამოძიება და სასჯელის დაწესება შეუძლიათ. ყველა შეიძლება ჯოჯოხეთში მოხვდეს. პოლიტიკურ თამაშებს და სიტუაციის შეფასებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან შესაძლებლობებთან“, – გაბრაზდა ბატალიონის მეთაური და თავისი პოსტი ირონიული სიტყვებით დაასრულა: „გმადლობთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურო შტაბო! იმედი მაქვს, თქვენი შვილებიც ქვეითთა ჯარში მოხვდებიან და თქვენს ბრძანებებს შეასრულებენ“.
შირშინმა, ამ პოსტით თანამდებობა დატოვა. გენერალური შტაბი კი მოკრძალებულად დაჰპირდა ბრალდებების გამოძიებას.