ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, თუ დიდი ბრიტანეთი ნატოს თავდაცვაში შენატანს არ გაზრდის, რუსეთის მიერ მისი დაპყრობის ალბათობა რეალობად იქცევა.
„თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თუ თქვენ 5-პროცენტიან ზრდას, საიდანაც 3,5% ძირითადი თავდაცვის ხარჯი იქნება, არ დათანხმდებით, შეინარჩუნებთ ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, როგორც სხვა ქვეყნებში, და საპენსიო სისტემას, და ასე შემდეგ, მაშინ, სჯობს ისწავლოთ რუსული. ეს პირდაპირ კავშირშია“, – თქვა რუტემ.
კომენტარები