რუსეთში, კამჩატკას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი იტყობინება.
ბიძგები მოსკოვის დროით 20:26 საათზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 112 კილომეტრში, კრონოცკის ყურის მახლობლად დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 111 კმ სიღრმეზე იყო.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ დაფიქსირებულა.
კომენტარები