გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით (UNFPA), მსოფლიოში შობადობის მაჩვენებელი იკლებს. სააგენტომ 14 ქვეყანაში 14 ათასი ადამიანის სიტუაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ ხუთიდან ერთს არ ჰყავს იმ რაოდენობის შვილი, რამდენიც უნდა. ამის ძირითად მიზეზად ბავშვის აღზრდის ღირებულება, დროის უქონლობა და შესაბამისი პარტნიორის არყოლა სახელდება.
კვლევა ჩატარდა სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იტალიაში, უნგრეთში, გერმანიაში, შვედეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, აშშ-ში, ინდოეთში, ინდონეზიაში, მაროკოში, სამხრეთ აფრიკასა და ნიგერიაში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს.
„მსოფლიოში შობადობის მაჩვენებლის უპრეცედენტო კლება დაიწყო. გამოკითხულთა უმეტესობას 2 ან მეტი შვილის ყოლა სურს. შობადობის მაჩვენებელი მცირდება, იმიტომ რომ ბევრს მიაჩინა, რომ არ შეუძლია ისეთი ოჯახის შექმნა, როგორიც უნდა და ეს ნამდვილი კრიზისია“, – განაცხადა UNFPA-ს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ნატალია კანემმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ გამოწვევაზე პასუხი სიფრთხილის გამოყენებით იყოს გაცემული და მთავრობებმა ამ ტენდენციის გამო „პანიკური პოლიტიკის“ გატარება არ დაიწყონ.
„ახლა ვხედავთ, რომ ბევრი საუბრობს კატასტროფაზე – ან ზედმეტ მოსახლეობაზე, ან მოსახლეობის კლებაზე, რამაც გადამეტებული და ხანდახან მანიპულაციური პასუხი გამოიწვია. კერძოდ, ცდილობენ ქალებს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები ბავშვი გააჩენინონ“, – აღნიშნა კანენმა და დასძინა, რომ 40 წლის წინ ჩინეთი, კორეა, იაპონია, ტაილანდი და თურქეთი შიშობდნენ, რომ მათი მოსახლეობის დონზე ზედმეტად მაღალია, 2015 წელს კი უკვე შობადობის გაზრდას ცდილობდნენ.
წლის ბოლომდე ანალოგიური კვლევის კიდევ 50 ქვეყანაში ჩატარდება იგეგმება.