ფოტოჟურნალისტი თობი კანამი ლოს-ანჯელესში პროტესტების გაშუქების დროს რეზინის ტყვიით დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მე უბრალოდ ვიდექი და ვმუშაობდი… დიდი ყურადღება არ მივაქციე იმას, როცა დავინახე, რომ ერთმა ადამიანმა მე დამიმიზნა. ტყვია ძალია სწრაფად მოფრინდა. მეორე რაც მახსოვს, არის ის, რომ ტყვია თავში მომხვდა და წავიქეცი“, – ამბობს კანამი.
როგორც სურათში ჩანს, რეზინის ტყვია ფოტოჟურნალისტს შუბლში მოხვდა. ინციდენტის შემდეგ ის საავადმყოფოში მივიდა, თუმცა მალევე უკან წამოვიდა, რადგან სერიოზული დაზიანება არ ფიქსირდებოდა.
კომენტარები