ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დადგინდა, რომ 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას აქტივისტი ცდილობდა. მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში ადგილი არ იყო.
დათაშვილი არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა კი ის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.
კომენტარები