ტყიბულში დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიამ საყვირების ფონზე ჩაიარა. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.
მათ ოჯახებში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.
კომენტარები