საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავეს სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიულოცა.
”ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მივულოცე.
ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დავესწარი. სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 15:9 გაიმარჯვა.
ჩემი, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს „თბილისი არენა“ მასპინძლობს. ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დავესწარი, რომლის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა.
ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.”